ჩემი პროექტი-,,ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარი"
ამ მოდულმა მომცა უნარ-ჩვევა დავგეგმო პროექტი და გავცნობოდი მის ძლიერ მხარეს, რომ მოსწავლეები თავად არიან ჩართული სასწავლო პროცესში.ხოლო მასწავლებელი არის ფასილიტატორი.პროექტებით სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მაღალი დონის სააზროვნო უნარები.კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს,ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და უკუკავშირს.
ვისწავლე,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
პროექტი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი,რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
Sunday, June 26, 2016
Friday, June 24, 2016
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლის ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენებარამდენიმე თვალსაზრისით.
პროექტის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა დამეხმარა შემეფასებინა კოლეგის მიერ შესრულებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავარკვიე თუ როგორ აქვს შეფასებული 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარები.
ასევე გავარკვიე მოსწავლემ გაიაზრა თუ არა საკვანძო საკითხები.
საკუთარი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს შევუქმენი შეფასების რუბრიკა.
Monday, June 20, 2016
მეექვსე დღე
ტექნოლოგიები სწავლის პროცესისთვის მეხმარება შემდეგნაირად:ვიუვერში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, მათი შეფასების რუბრიკებს. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები იყო როგორც პუბლიკაცია ასევე პრეზენტაცია.
ვიუვერმა მასწავლა,იმისათვის,რომ მოსწავლეებს ხელი შევუწყო სწავლაში,გავითვალისწინო მისი შესაძლებლობები, შევქმნი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს, ვაჩვენებ, მივაწოდებ ამავე ნაშრომის რუბრიკას ან ჩეკლისტს და მოსწავლე შექმნის დამოუკიდებლად პუბლიკაციას ან პრეზენტაციას.ამავე მიზნით მეც შევადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ვიუვერმა მასწავლა,იმისათვის,რომ მოსწავლეებს ხელი შევუწყო სწავლაში,გავითვალისწინო მისი შესაძლებლობები, შევქმნი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს, ვაჩვენებ, მივაწოდებ ამავე ნაშრომის რუბრიკას ან ჩეკლისტს და მოსწავლე შექმნის დამოუკიდებლად პუბლიკაციას ან პრეზენტაციას.ამავე მიზნით მეც შევადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Sunday, June 19, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ, პრეზენტაცია და პუბლიკაცია დავდეთ ჩემს ბლოგზე.რუბრიკების საშუალებით განმავითარებელი კომენტარით შევაფასეთ ერთმანეთის მიზნები/ამოცანები და კითხვები.გავეცანით როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.
Saturday, June 18, 2016
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას. ამ ხუთ სტრატეგიაში ჩადებული მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეების უნარ-ჩვევების ცოდნის შესაფასებლად. მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეებს ვაფასებ ხუთი მიმართულებით. ეს მიმართულებებია:
1. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
2.თვითრეგულირებადი სწავლისა თანამშრომლობის შეფასება.
3.პროცესის მონიტორინგი.
4. გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგების და უნარების დემონსტრირება.
შევქმენით სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.
1. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
2.თვითრეგულირებადი სწავლისა თანამშრომლობის შეფასება.
3.პროცესის მონიტორინგი.
4. გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება.
5.გაგების და უნარების დემონსტრირება.
შევქმენით სლაიდ-შოუ პროექტის პრეზენტაციისათვის.
Friday, June 17, 2016
მესამე დღე
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო.
დღეს შევისწავლეთ ვორდში სტანდარტებისა და ინდიკატორების გადმოტანა .
დღეს შევისწავლეთ ვორდში სტანდარტებისა და ინდიკატორების გადმოტანა .
Subscribe to:
Posts (Atom)