ჩემი პროექტი-,,ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარი"
ამ მოდულმა მომცა უნარ-ჩვევა დავგეგმო პროექტი და გავცნობოდი მის ძლიერ მხარეს, რომ მოსწავლეები თავად არიან ჩართული სასწავლო პროცესში.ხოლო მასწავლებელი არის ფასილიტატორი.პროექტებით სწავლებისას მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მაღალი დონის სააზროვნო უნარები.კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს,ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და უკუკავშირს.
ვისწავლე,როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
პროექტი იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი,რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
No comments:
Post a Comment